საქართველო მიდის ევროპისკენ და ნატო-სკენ და მას ვერავითარი საგაზეთო პუბლიკაცია ვერ შეაჩერებს

საქართველო მიდის ევროპისკენ და ნატო-სკენ და მას ვერავითარი საგაზეთო პუბლიკაცია ვერ შეაჩერებს

პარლამენტის თავმჯდომარე ,,ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხება. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო თავის ძველ ორბიტას უბრუნდება. ამასთან დაკავშირებით განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვლმა გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საქართველო ნატოსკენ მიისწრაფის და მას ვერც ერთი გამოცემა ვერ შეუშლის ხელს.

,,ჩემი აზრი არის ის, რომ საქართველო არის სწორ გზაზე და მიდის ევროპისკენ და ნატო-სკენ. მას ვერავინ ვერ შეაჩერებს, ვერავითარი საგაზეთო პუბლიკაცია", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.