რიჩარდ ნორლანდს საჩუქრად ქართული ხმალი გადასცეს

რიჩარდ ნორლანდს საჩუქრად ქართული ხმალი გადასცეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს, რომელსაც დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება, საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, საჩუქრად ქართული ხმალი გადასცეს.

რიჩარდ ნორლანდი საელჩოში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე სიმბოლური საჩუქრით, საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციუსმა, მარეკ სოლჩინსკიმ დააჯილდოვა.

როგორც მარეკ სოლჩინსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ტრადიციის თანახმად, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსში, ის რიჩარდ ნორლანდს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით ქართულ ხმალს ჩუქნის.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დღეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ოფიციალურ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.