ლონდონის პოლიციამ 15 წლის გოგონა დააკავეა, რომელიც ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ სკოტლანდ იარდის კონტრტერორისტული ქვედანაყოფის განცხადებაშია ნათქვამი.
მოზარდი ლონდონის აღმოსავლეთით დააკავეს. ამჟამად ის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფება და მისი დაკითხვა მიმდინარეობს.
დაკავებულის სახელი და სხვა დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ინგლისში სულ უფრო იზრდება მოზარდების რიცხვი, რომლებსაც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანება სურთ, რის გამოც სკოლებში მოულოდნელი შემოწმებები ტარდება.