რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ეკონომიკის გაძლიერებას ინვესტიციების მოზიდვით აპირებს

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ეკონომიკის გაძლიერებას ინვესტიციების მოზიდვით აპირებს

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთში რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. თუმცა, მოსახლეობას არწმუნებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რესპუბლიკა გახდეს ეკონომიკურად შემდგარი სამართლებრივი სახელმწიფო. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"ეს იოლი გზა არ არის, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა", - ამბობს ხაჯიმბა. ამ ვითარებას ის ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთის ხელისუფლების არასაკმარის მუშაობას უკავშირებს.

ამ დანაკლისის შევსებას მარიონეტული ხელისუფლების მეთაური ინვესტიციების მოზდვითა და "სამამულო ბიზნესის" დაკრედიტებით ცდილობს და დარწმუნებულია, რომ ეს დადებით შედეგს გამოიღებს. მისი თქმით, აფხაზეთის სუვერენიტეტი თავად აფხაზებზეა დამოკიდებული და მათ თავისი გადასახადებით უნდა არჩინონ რესპუბლიკა.