საფრანგეთი არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

საფრანგეთი არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

საფრანგეთი არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა "ვიკილიქსის" მიერ საიდუმლო დოკუმენტების გავრცელების შემდეგ განაცხადა.

აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური 2006-2012 წლებში ფრანსუა ოლანდისა და მისი ორი წინამორბედის - ნიკოლა სარკოზისა და ჟაკ შირაკის სატელეფონო საუბრებს ისმენდა. მომხდართან დაკავშირებით ოლანდმა დღეს თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მისი განცხადებით, აშშ-მ პატივი უნდა სცეს პირობას, რომ აღარ განახორციელებს თვალთვალს საფრანგეთის ლიდერებზე.

აშშ-ის ელჩი უკვე დაიბარეს საფრანგეთის საგარეო უწყებაში.