იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანს განცხადებით მიუხედავად იმისა თუ რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ირაკლი ალასანია ე.წ. "კაბელების" საქმეზე, პროკურატურამ ევროპული ტიპის გადაწყვეტილება მიიღო.
წულუკიანის თქმით პროკურატურამ პირველად, რეალურად თქვა ის, რასაც ამბობს სტრასბურგის სასამართლო.
"ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი უარყოფითი ინფორმაცია გვესმის არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, არამედ იმ პოლიტიკური ფიგურების მხრიდან, რომელიც პირდაპირ არიან შესაბამისობაში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მესიჯებთან. მაგალითად ალასანია ამბობს, რომ მისი მოწინააღმდეგე ძალები სასამართლოს გარედან აკოტროლებენ და მის წინააღმდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ამის ფონზე მოსამართლეები მის სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებენ, რადგან დღეს ისინი არიან დამოუკიდებლები“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის განმარტებით "ნაციონალური მოძრაობა" და ირაკლი ალასანია, დღეს მთავრობისგან მოითხოვენ, რომ ლანძღონ ძალოვანი სტუქტურები მათ შორის პროკურატურა.
„რა თქმა უნდა პროკურატურას აქვს არაერთი ხარვეზი და ეს ხმამაღლა უნდა გაკრიტიკდეს, რაც ბევრჯერ გამიკეთებია. დიახ თავდაცვის სამინისტროს საქმეზე მიუხედავად იმისა თუ რას იტყვის "ნაციონალური მოძრაობა" და ალასანია, პროკურატურამ ევროპული ტიპის გადაწყვეტილება მიიღო, პირველად რეალურად თქვა ის რასაც სტარსბურგის სასამართლო ამბობს. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი რომ ყველამ ობიექტურობა შევინარჩუნოთ, როცა საქმე ეხება რეფორმებს. ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა წარმატებულად მიდის და წარმატებულად წავა. "ნაციონალური მოძრაობის" და ალასანიას დარტყმები მართლმსაჯულების რეფორმაზე, ამ პროცესში ნამდვილად ვერ შემაფერხებს“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.