,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მინაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მცდელობა აქვს ქვეყანაში მორჩილი მოსამართლეები ჰყავდეს.
,,ერთადერთი რითაც თავი დაგვამახსოვრა ,,ქართულმა ოცნებამ" მთელი ამ ხნის განმავლობაში არის ტრაფარეტული განცხადებები. მათ შორის ის, რომ მუშაობს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, რომელმაც თქვა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" რიტორიკას თუ არ შეიცვლის, პროკურატურის წინ რიგები არ შეწყდებაო. მისი ნებასურვილით არ მოხდა ასევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დაკავებაც. ჩვენ გვახსოვს წულუკიანის განცხადებები, როცა ის უშუალოდ ემუქრებოდა მოსამართთლეებს. ყველაფერი ეს ადასტურებს თქვენს ნამდვილ განზრახვას და თქვენი განზრახვაა მორჩილი მოსამართლეების არსებობა და არა დამოუკიდებლების. ეუთო-ს დასკვნა ნახეთ, რომელიც 2013 წელს თქვენ მოიწვიეთ. მთავარი პოზიციაა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში პოლიტიკური ზეგავლენა ხდება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.