საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ დიცთან 36 წლის გოჩა ბერუაშვილი დააკავეს და მისი კუთვნილი ტრაქტორიც წაიყვანეს.
აღნიშნულ საკითხს ამ წუთებში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრაზე განიხილავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განუცხადა, ბერუაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
"დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკავება დაგვიდასტურეს. ამჟამად მიდის მოლაპარაკება და დღეს თუ არა ხვალ, პიროვნების გათავისუფლება და ტექნიკის დაბრუნებაც მოხდება", - განაცხადა ენუქიძემ.