ამერიკული შეიარაღება ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და პოლონეთში, რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად განთავსდება.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ეშტონ კარტერის განცხადებით 250 ტანკთან ერთად აღნიშნულ ქვეყნებს, ქვეითი საბრძოლო ტექნიკა „ბრედლი“ და თვითმავალი ჰაუბიცები გადაეცემათ, რომლის გამოყენებაც 150 კაციან დანაყოფს, ან 750 კაციან ბატალიონს შეუძლია.
"ჩვენ დროებით განვალაგებთ თითო შეარაღებულ ბრიგადას თანმხლები აღჭურვილობით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში", - განაცხადა კარტერმა.
ამასთანავე, ნატო-ს თავდაცვის ალიანსი, აღმოსავლეთ ევროპაში 6 ახალი სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს.