აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო 2006-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტებს - ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს უთვალთვალებდა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ დოკუმენტებშია აღნიშნული.
გუშინ "ვიკილიქსის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს იმ დოკუმენტების გამოქვეყნება, რომელიც ელისეის სასახლეზე განხორციელებულ თვალთვალს ასახავს. ერთ-ერთი დოკუმენტი 2012 წელს ოლანდის მიერ საბერძნეთის ევროზონიდან შესაძლო გასვლის შესახებ საუბარს ეხება. კიდევ ერთი დოკუმენტი კი 2011 წელს სარკოზის მიერ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპრაკებებში აშშ-ის ჩაურთველობას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ფრანსუა ოლანდმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის ოფიციალურ უწყებებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 2013 წელს "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული სპეცსამსახურები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც უთვალთვალებდნენ.