ამერიკა ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში სამხედრო ტექნიკას განათავსებს

ამერიკა ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში სამხედრო ტექნიკას განათავსებს

რუსეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხეების გამო, პენტაგონი ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში სამხედრო ტექნიკას განათავსებს.

"დოიჩე ველეს" ცნობით, ამ ქვეყნებში აშშ-ის მიერ 250 ტანკის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა ტალინში ყოფნისას გააკეთა. მისი განცხადებით, ეს შვიდი ქვეყანაა ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ნაწილი ამ შეიარაღებისა გერმანიაშიც განთავსდება.

გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, აშშ აპირებს ქვეითთა სამხედრო მანქანების, "Bრადლეყ"-სა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების განთავსებასაც. კარტერის განცხადებით, ტექნიკის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ევროპაში წვრთნების ჩასატარებლად. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ნატოს დაეხმარება რეგიონში ნებისმიერ სამხედრო კრიზისის დროს სწრაფად რეაგირებაში.