პრემიერი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს იუბილეს ულოცავს

პრემიერი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 21 წლისთავს ულოცავს.

დაარსებიდან 21 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მის პირად შემადგენლობას, სამსახურის ხელმძღვანელებს, ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად დგახართ საქართველოს უსაფრთხოების სადარაჯოზე.

ჩვენ ვამაყობთ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური.

მინდა მადლობა გადავუხადო მთელ პირად შემადგენლობას მაღალი პროფესიონალიზმისთვის, თავდაუზოგავი და ღირსეული სამსახურისთვის. წარმატებებს ვუსურვებ მათ", - ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.