ერევანში მიტინგი განახლდა

ერევანში მიტინგი განახლდა

ერევანში, თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო ინიციატივა "არა ძარცვას" მიტინგი განახლდა, რომლის მონაწილეებიც მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას აპროტესტებენ.

"ჩვენი აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს და სხვა არანაირი მიზანი არ გააჩნია. ეს არის კონკრეტულად სოციალური აქცია", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა ბაგრამიანის ქუჩაზე წასვლა გადაწყვიტეს, სადაც პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. თუმცა, გადაიფიქრეს და შუაგზიდან დაბრუნდნენ.

ამ დროისთვის რეზიდენციასთან მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცტექნიკა.