უეფამ ბილეტები.გე-ს პრობლემის აღმოსახვრელად 48 საათი მისცა

უეფამ ბილეტები.გე-ს პრობლემის აღმოსახვრელად 48 საათი მისცა

უეფამ ბილეტები.გე-ს პრობლემის აღმოსახვრელად 48 საათი მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, მომდევნო 48 საათის განმავლობაში სუპერთასის ბილეთები არ გაიყიდება. სიჭინავას განმარტებით, 25 ივნისს 17:30 საათზე იქნება მორიგი კონსულტაცია უეფასთან, რომლის დროსაც შეფასდება, აღმოფხვრა თუ არა ბილეტები.გე-მ პრობლემები.

სიჭინავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ფედერაცია და უეფა გადავლენ გეგმა "ბე"-ზე, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ საუბრობს, თუ რას ითვალისწინებს გეგმა "ბ".