უეფა-ს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციაში განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება

უეფა-ს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციაში განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება

უეფა-ს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციაში განცხადება დღეს, 19:00 საათზე გაკეთდება. ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში სფფ-ს წარმომადგენლებსა და უეფა-ს შორის შემაჯამებელი ონლაინკონსულტაცია მიმდინარეობს.

შესაბამისად, ამ კონსულტაციის შემდეგ გაკეთდება განცხადება თუ რა გზით გაგრძელდება მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში.