თამაზ მეჭიაური 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებას ჯერ ვერ აკეთებს

თამაზ მეჭიაური 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებას ჯერ ვერ აკეთებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებას ჯერ ვერ აკეთებს.

"დაკავებული ვარ თათბირებით, არ გავცნობივარ კარგად. გავეცნობი და მოგახსენებთ. კორექტირების დეტალები კონკრეტული ციფრებით ჯერჯერობით არ ვიცი. როცა ვნახავ, რა მუხლებშია შემცირება, შემდეგ მოგახსენებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა.

კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა ბიუჯეტის კორექტირება, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ "ეს ასე არ არის, რადგან შემოსავლების გეგმა სრულდებოდა და ბიუჯეტში ფულის ხარჯვის პრობლემა არ იყო".

დეპუტატის თქმით, პარლამენტის ბიუჯეტი 6 მილიონით შემცირდა, ხოლო კიდევ ერთი მილიონი პარლამენტის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გადაირიცხება.

სახელმწიფო ბიუჯეტის 140-მილიონით შემცირება იგეგმება. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი ჯერ პარლამენტში ინიცირებული არ არის.