ერევანში დღეს საღამოს საპროტესტო აქცია განახლდება

ერევანში დღეს საღამოს საპროტესტო აქცია განახლდება

ერევანში დღეს საღამოს საპროტესტო აქცია განახლდება. სომხური მედიის ცნობით, დემონსტრაცია "ფეისბუქით" დაიგეგმა. აქციის მონაწილეები კვლავ ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირების მოთხოვნით გამოვლენ. ისინი ასევე დღეს დილით დემონსტრაციის დაშლის დროს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და ენერგოსექტორის რეფორმირებას მოთხოვენ.

საპროტესტო გამოსვლები სომხეთის დედაქალაქის ცენტრში 19 ივნისს დაიწყო, გუშინ საღამოს კი აქცია ძალადობაში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. დააკავეს 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც, ხოლო დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის 11 სამართალდამცველი და 7 დემონსტრანტი. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს.