მდინარე ვერეს ხეობაში არსებული გვირაბის დეტალური დათვალიერება განხორციელდა

მდინარე ვერეს ხეობაში არსებული გვირაბის დეტალური დათვალიერება განხორციელდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში სამძებრო სამუშაოები განახორციელეს.

შსს-ს ინფორმაციით, არსებული ურთულესი სამუშაო პირობების მიუხედავად, მოხდა 900 მეტრიანი გვირაბის დეტალური დათვალიერება. პარალელურად, მიმდინარეობდა, დაკარგული პირების სამძებრო ღონისძიებაც.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაშველებმა აღმოაჩინეს ორი ავტომობილი.