ქართული დელეგაცია კვლავ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს

ქართული დელეგაცია კვლავ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართული დელეგაცია კვლავ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. საქართველოს დელეგაცია მხარს უჭერს უკრაინის საკითხზე მინსკის შეთანხმების შესრულების ვალდებულებას.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათ დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ამ საკითხზე მოხსენებაში შეტანილი იყოს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი და საბოლოო მოხდეს ამ რეგიონების დემილიტარიზაცია. დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, როგორც მინსკის შეთანხმების ფარგლებში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებითაც.