პაატა ზაქარეიშვილი ინფორმაციას არ გასცემს, მკურნალობს თუ არა რუსლან ქიშმარია თბილისში

პაატა ზაქარეიშვილი ინფორმაციას არ გასცემს, მკურნალობს თუ არა რუსლან ქიშმარია თბილისში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ გასცემს ინფორმაციას, მართლა მკურნალობს თუ არა გალის რაიონის ყოფილი დე ფაქტო გამგებელი რუსლან ქიშმარია თბილისში.

როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, ადამიანების პერსონალური ინფორმაციების გაცემა ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია და ამავდროულად კანონის დარღვევას წარმოადგენს. მისი თქმით, ზოგადად ხშირია შემთხვევები, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანები ჩამოდიან სამკურნალოდ, თუმცა ამ სტატისტიკის შესახებ ის ინფორმაციას არ ავრცელებს.

"ეს არის მათი უფლება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველას, თუ გვინდა რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა პატივს სცემდეს და ენდობოდეს საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მათი მდგომარეობა კიდევ არ დავამძიმოთ ინფორმაციის გავრცელებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, რუსლან ქიშმარია "ნიუ ჰოსპიტალში" გადის მკურნალობის კურსს.