მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე მსჯელობს

მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე მსჯელობს

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე მსჯელობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, ბიუჯეტში გარკვეული კორექტირება ნორმალური პროცესია, ვინაიდან მთელ რეგიონში სერიოზული კრიზისია.

"ეს ნორმალურია და შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ მოახდინა ბიუჯეტის კორექტირება. ეს რა თქმა უნდა, განხორციელდა გამომდინარე იქედან, რომ მთელ რეგიონში არის ძალიან სერიოზული კრიზისი. ყველგან რთული ვითარებაა, მათ შორის უკრაინაში, რუსეთში. აქედან გამომდინარე, ჩვენც უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით განვითარდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 9 საათზე დაიწყო. მინისტრთა კაბინეტს დღეს 34 საკითხი აქვს განსახილველი.