ერევანში საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალეს

ერევანში საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალეს

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა. როგორც "იტარ-ტასი" წერს, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. 

დააკავებული არიან აქციის მონაწილეებიც, თუმცა მათი რაოდენობა ამ დაროისთვის როგორც სომხურ მედია წერს, მიტინგის დაშლამდე ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ოსიპიანმა დემონსტრანტები გააფრთხილა, დედაქალაქის ცენტრალური მოედანი დაეტოვებინათ და "თავისუფლების მოედანზე" დაბრუნებულიყვნენ. გზის გასათავისუფლებლად მან მომიტინგეებს 10 წუთი მისცა, თუმცა მომიტინგეებმა ტერიტორია არ დატოვეს. აქციის დაშლაც ამის შემდეგ დაიწყო. 

ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია თავისუფლებსი მოედანზე 19 ივნისს დაიწყო, გუშინ კი მომიტინგეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს, თუმცა პოლიციამ მათ რეზიდენციასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცათ და შენობასთან რამდენიმე ასეულ მეტრში დაბანაკდნენ. 

ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.