ევროკავშირის საპასუხოდ, რუსეთი ემბარგოს გაახანგრძლივებს ევროკავშირის მიერ ექვსი თვით გაგრძელებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ მოამზადა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წრადგინა დოკუმენტი, რომელიც პროდუქტებზე ემბარგოს გაგრძელებას ითვალისწინებს.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა. "დოკუმენტი მომზადებულია და შეტანილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. რაც შეეხება საქონლის ჩამონათვალს, რომლებზეც ემბარგო შეიძლება გაგრძელდეს, ის უცვლელი რჩება", - განაცხადა ტიმაკოვამ.
რუსეთის მიერ ცალკეული ქვეყნებისთვის ემბარგოს დაწესებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი გასული წლის 6 აგვისტოს მოაწერა. ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა, რომლის მოხსნა იმ შემთხვევაში მოხდება, როდესაც რუსეთი მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს.