პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სხდომებით განაგრძობს

პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სხდომებით განაგრძობს

საქართველოს პარლამენტი 27 ივნისიდან მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში განაგრძობს. საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს – 26 ივნისს დაიხურება, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტს 27 ივნისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავენ. მისივე თქმით, პარლამენტს ივლისის თვეში, სამი-ოთხი კვირის განმავლობაში მოუწევს მუშაობა.

პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს – 1 სექტემბერს გაიხსნება.