ბილეთი ერთი მიმართულებით გვაქვს აღებული, ეს არის ევროკავშირი და ნატო

ბილეთი ერთი მიმართულებით გვაქვს აღებული, ეს არის ევროკავშირი და ნატო

ბილეთი ერთი მიმართულებით გვაქვს აღებული, ეს არის ევროკავშირი და ნატო, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველომ ვარშავის სამიტზე MAP-ი უნდა მიიღოს და ტონი ამ თემასთან დაკავშირებით არ შერბილდება.

როგორც სესიაშვილი აცხადებს, ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეში ხელისუფლება მაქსიმალისტია.

"ჩვენ ყველა დონეზე, სადაც ფორმატი ამის საშუალებას გვაძლევს, ვცდილობთ დავაყენოთ საკითხი მათ შორის საქართველოთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენმა დელეგაციამ აღნიშნული საკითხი დასვა და მართლაც, დეკლარაციაში წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ. უნდა ვიყოთ მაქსიმალისტები და ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ ბილეთი ერთი მიმართულებით გვაქვს აღებული - ეს არის ევროკავშირი და ნატო", - განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები.