ვარშავის სამიტზე ჩვენ უნდა მივიღოთ MAP-ი და არ ვაპირებთ, მოთხოვნის ნაწილში ტონს დავუწიოთ

ვარშავის სამიტზე ჩვენ უნდა მივიღოთ MAP-ი და არ ვაპირებთ, მოთხოვნის ნაწილში ტონს დავუწიოთ

ვარშავის სამიტზე ჩვენ უნდა მივიღოთ MAP-ი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი ტონი ამ თემასთან დაკავშირებით არ გარბილდება.

"არ ვაპირებთ გეგმა "ბ"-ზე და გეგმა "ც"-ზე ლაპარაკს და ვაჭრობას. ყველაფერს აქვს ლოგიკური განვითარება და ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მიიღოს პასუხი როგორც MAP-ზე, ისე გაწევრიანებაზე. გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის. საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატო-სთან ურთიერთობაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს MAP-ი არ მისცეს, სწორედ ეს ზრდის ნიჰილიზმს და სკეპტიციზმს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, მითუმეტეს რუსული რბილი ძალის პოლიტიკის დროს.