მთავრობამ საფუძვლიანად ჩათვალა, რომ სამაშველო სამუშაოებში საგარეო დახმარება არ გვჭირდებოდა

მთავრობამ საფუძვლიანად ჩათვალა, რომ სამაშველო სამუშაოებში საგარეო დახმარება არ გვჭირდებოდა

მთავრობამ სრულიად საფუძვლიანად ჩათვალა, რომ სამაშველო სამუშაოებში საგარეო დახმარება არ გვჭირდებოდა, - ამის შესახებ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. კითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ არ ჩაერთვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ნატო-ს ძალები სტიქიის შედეგად გამოწვეულ სამაშველო სამუშაოებში.

"სრულ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ნაკლებად ნატო-სთან, რადგან საუბარი ამ ეტაპზე უფრო მიმდინარეობს საერთაშორისო დონორებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან და USAID-თან, იმისთვის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფად წარიმართოს", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებთან საექსპერტო დახმარებისთვის.