კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლები პატრიარქს შეხვდნენ

კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლები პატრიარქს შეხვდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, საბჭოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად, წუხელ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს, შეხვედრაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და პატრიარქმა ამ კრიზისულ სიტუაციაში საბჭოს მუშაობა დადებითად შეაფასა. პატრიარქმა საბჭოს აპარატის წევრები დალოცა.