მდინარე მტკვრიდან მაშველებმა ორი ადამიანი ამოიყვანეს

მდინარე მტკვრიდან მაშველებმა ორი ადამიანი ამოიყვანეს

ზაჰესთან, მდინარე მტკვრიდან მაშველებმა ორი ადამიანის ამოყვანა და გადარჩენა შეძლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველები და მყვინთავები იყვნენ მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, მტკვარში ისინი სათევზაოდ შევიდნენ და შემდეგ გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.