პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს მაქსიმალურდ შეუწყოს ხელი „ყოველთა ქრთველთა კონგრესის“ ჩატარებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას ეხმაურება.
„მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცმეს მთელი მსოფლიოს მაშტაბით ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ. გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას მაქსიმალურდ შევუწყო ხელი კონგრესის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ყოველთა ქართველთა კონგრესის“ სვეტიცხოვლობას ჩატარების ინიციატივა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას გააჟღერა. მან ქადაგებისას უცხოეთში მყოფ ქართველებზე ისაუბრა და მათი აღრიცხვის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, „ყოველთა ქართველთა კონგრესი“ საქართველოში უნდა მოიწვიონ.