მარტინ შულცი - ევროზონიდან გასვლის შემთხვევაში საბერძნეთი ევროკავშირისგან ფულს ვეღარ მიიღებს

მარტინ შულცი - ევროზონიდან გასვლის შემთხვევაში საბერძნეთი ევროკავშირისგან ფულს ვეღარ მიიღებს

ევროზონიდან გასვლის შემთხვევაში საბერძნეთი ფულს ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა გამოცემა "Frankfurter Allgemeine Zeitung"-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"ის, რაც არ იმუშავებს არის შემდეგი: ევროდან გასვლა ვალების გადაუხდელად და ამავდროულად ლოდინი, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან მშვიდად ელოდო სახსრების მიღებას", - განაცხადა შულცმა, რითაც მან, გამოცემის ინფორმაციით, ათენს მიანიშნა, რომ ევროკავშირში ვერ დარჩება, თუკი ევროზონას დატოვებს.