რომის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი ერთსქესიანთა ქორწინების მოსალოდნელ დაკანონებას აპროტესტებს

რომის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი ერთსქესიანთა ქორწინების მოსალოდნელ დაკანონებას აპროტესტებს

რომის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც იტალიის ხელისუფლების გეგმებს აპროტესტებენ ჰომოსექსუალური პარტნიორობის დაკანონებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. 

დემონსტრანტებს უკავიათ ტრანსპარანტები, ლოზუნგებით: "ოჯახი გადაარჩენს მსოფლიოს", "დავიცვათ ჩვენი შვილები".

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციაში მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს, პოლიცია კი აქციის მონაწილეთა რაოდენობას არ აკონკრეტებს.

გამოცემის ინფორმაციით, იტალია დასავლეთ ევროპის ბოლო ქვეყანაა, რომელშიც ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონებულა. მემარცხენე ცენტრისტული მთავრობა, პრემიერმინისტრ მატეო როცის მეთაურობით, აპირებს წლის ბოლოსთვის შეცვალოს ეს მდგომარეობა და ჰომოსექსუალური პარტნიორობის ლეგალიზება განახორციელოს.