გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, სეტყვამ რამდენიმე რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა

გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, სეტყვამ რამდენიმე რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა

გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში გუშინ სეტყვა იყო. ქვეყნის მასშტაბით არსებულ ამინდთან დაკავშირებით აგულაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე ისაუბრა.

გიგლა აგულაშვილის განმარტებით, სეტყვამ ცალკეულ რაიონში გარკვეული პრობლემებიც შექმნა. 

"სერიოზულ გართულებას არ ველოდებით, თუმცა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესებულია. ცალკეულ რაიონებში სეტყვა იყო. მაგალითად, მარნეულში დააზიანა გარკვეული უბნები, თუმცა ხანგრძლივ წვიმას არ ველოდებით", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.