ექიმის ინფორმაციით, შვილის მიერ დაჭრილი დედის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმის ინფორმაციით, შვილის მიერ დაჭრილი დედის მდგომარეობა სტაბილურია

შვილის მიერ დაჭრილი ნათია ს.-ს მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტის საავადმყოფოში მიყვანა დროულად მოხდა და მას სასწრაფო ოპერაცია მყისიერად ჩაუტარდა.

"პაციენტს დაზიანებული აქვს ლავიწქვეშა ვენა და საძილე არტერია. მას ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, თუმცა ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

ნათია ს. ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, 16 წლის შვილმა ყელის არეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. შვილმა დედის დაჭრის შემდეგ, თვითმკვლელობა და მე-12 სართულიდან გადახტომა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა.

16 წლის ნიკოლოზ ქ. დააკავეს. მის მიმართ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.