ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას საკუთარ ტვიტერზე ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ვესაუბრე ჩემს კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველი ხალხის მიმართ ჩემი ღრმა სამძიმარი გადავეცი. ამჟამად თბილისში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", -წერს ლატვიის პრემიერ-მინისტრი