სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა დაავალა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველს კოლეგას სამძიმარს და თანადგომას უცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ოვიკ აბრამიანი თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში თანადგომა აღუთქვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამძიმრისა და დახმარების მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.
ასევე, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის. სომხეთის პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების გამო. სერჟ სარქისიანმა გულწრფელი თანადგომა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს.