ლიბიაში ავიაიერიშების შედეგად ერთ-ერთი ისლამისტი ლიდერი მოხტარ ბელმოხტარი მოკლეს

ლიბიაში ავიაიერიშების შედეგად ერთ-ერთი ისლამისტი ლიდერი მოხტარ ბელმოხტარი მოკლეს

ლიბიაში აშშ-ის ავიაიერიშების შედეგად ერთ-ერთი ისლამისტი ლიდერი, მოხტარ ბელმოხტარი მოკლეს. "ბიბისის" ცნობით, ბელმოხტარი და სხვა ისლამისტი მებრძოლები ლიბიის აღმოსავლეთ ქალაქ აჯდაბიაში განხორციელებული იერიშების შედეგად დაიღუპნენ. 

პენტაგონის განცხადებით, ავიადარტყმები წარმატებით განხორციელდა, მათ სამიზნეს სწორედ ბელმოხტარი წარმოადგენდა, რომელიც ორი წლის წინ ალჟირში გაზის საბადოზე თავდასხმის ორგანიზებაშია ბრალდებული. 2013 წელს ალჟირის ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა უცხოელი იყო. 

ბელმოხტარი ალჟირში დაიბადა. იგი "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო წარსულში, თუმცა, მოგვიანებით მან ტერორისტული ორგანიზაცია დატოვა და საკუთარი დაჯგუფება შექმნა. აშშ-მა ბელმოხტარის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით აღძრა საქმე.

ვაშინგტონის განცხადებით, იგი დასავლეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდა