აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
"ძალიან დამამწუხრა მიღებულმა შეტყობინებამ თბილისში, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ. ჩემი და მთელი აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპული ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს და მთელ ქართველ ხალხს, ხოლო დაზარალებულ ადამიანებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - ნათქვამია წერილში.