ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა

ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა.

როგორც თორდიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აუდიტის სამსახურმა აღნიშნულის შესწავლა უკვე დაასრულა და შესაბამისი მასალები პროკურატურაში გადაგზავნილია.

"აუდიტის სამსახურმა "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით მუშაობა დაასრულა და მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში. როგორც ვიცი, ის საქმეში მტკიცებულების სახითაა მოცემული. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო ზედმეტი კომენტარისაგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არ იყოს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოზე აუდიტის სამსახურის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა, რა თქმა უნდა, დარღვევები იყო", - განაცხადა ლაშა თორდიამ.