ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ყვარლის რაიონი დაზარალდა

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ყვარლის რაიონი დაზარალდა

კახეთში ისევ სტიიქიას ებრძვიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სტიქიის ზონიდან იტყობინება, წუხელ ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ყვარლის რაიონი დაზარალდა. ქარიშხალმა ყვარელში ათამდე ხე მოგლიჯა, რის გამოც რამდენიმე საათით შეფერხებული იყო მოძრაობა ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის მთავარ მაგისტრალზე. 

სტიქიამ ყვარლის ტბისკენ მიმავალი გზაც ჩახერგა. სამაშველო და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურები, გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. 

როგორც ჟურნალისტებს ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, სტიქიის შედეგად დაზიანდა თუ არა ვენახები და ნათესები დღეს გახდება ცნობილი.