მარჯანიშვილის მეტროსთან ხუთი ადამიანი დააკავეს

მარჯანიშვილის მეტროსთან ხუთი ადამიანი დააკავეს

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მახლობლად წუხელ ხუთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 
დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განხორციელდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

მათივე განმარტებით, დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც ხმაურის გამო პოლიციას მოქალაქემ მიმართა. 

სხვა დეტალებს შსს-ში არ აკონკრეტებენ.