პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. 

ამდენად, წელს პეტრე-პავლობის მარხვა 5 კვირა გაგრძელდება. დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია. 

მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.