გერმანიაში, ბავარიის ციხესიმაგრე ელმაუში "დიდი შვიდეულის" ორდღიანმა სამიტმა მუშაობა დაიწყო.
სამიტს ესწრებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი, კანადის პრემიერმინისტრი სტივენ ჰარპერი, იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.
სამიტი ორშაბათამდე გაგრძელდება. დღეს ორი სამუშაო შეხვედრა და ერთი სამუშაო ვახშამი გაიმართება, რომლებზეც საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილება.
ბავარიაში ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებრივ წესრიგს 30 ათასი პოლიციელი დაიცავს, სამიტს კი მთელი მსოფლიოდან 3 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.