"დიდი შვიდეულის" ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის აგრესია იქნება

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გერმანიაში "დიდი შვიდეულის" სამიტზე განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის აგრესიისადმი დაპირისპირება იქნება.

"მომდევნო ორი დღის განმავლობაში ელმაუს სასახლეში განვიხილავთ საკითხებს, რაც ეხება საერთო მომავალს, მსოფლიო ეკონომიკას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს, ევროკავშირის აყვავებას, ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები, უკრაინაში რუსეთის აგრესიისადმი დაპირისპირება, საფრთხეებისადმი დაპირისპირება - ექსტრემიზმიდან დაწყებული კლიმატის ცვლილებებით დასრულებული", - განაცხადა ობამამ.