ხვალიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

ხვალიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

დღეს პეტრე-პავლობის მარხვის აღებაა. დღეს ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის დღეა, რომელიც მე-9 საუკუნეში მოხდა.

პეტრე-პავლობის მარხვა წელს 8 ივნისიდან იწყება და ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. ამდენად, წელს პეტრე-პავლობის მარხვა 5 კვირა გაგრძელდება. დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია.

მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.