ეშტონ კარტერი - აშშ-მ უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ ახალი ნაბიჯები უნდა გადადგას

ეშტონ კარტერი - აშშ-მ უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ ახალი ნაბიჯები უნდა გადადგას

აშშ-მ უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ ახალი ნაბიჯები უნდა გადადგას, ვინაიდან ეკონომიკურმა სანქციებმა ვერ შეძლეს რუსეთის პრეზიდენტის კურსის შეცვლა, - ამის შესახებ ამერიკული მედიის ცნობით, კომენტარი აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა გააკეთა. 

მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ ვითარებას და შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო. 

"საჭიროა ახალი ზომების მიღება. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი არ აპირებს კურსის შეცვლას", - განაცხადა კარტერმა. 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი გერმანიაში იმყოფება, სადაც იგი 7-8 ივნისს "დიდი შვიდიანის" სამიტზე დასწრებას გეგმავს.