იაპონია უკრაინას 1,1 მილიარდი დოლარის კრედიტს გამოუყოფს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, შესაბამის დოკუმენტს გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ ხელი მოაწერეს.
აღნიშნული თანხა კიევის მახლობლად მდებარე აერაციის სადგურის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.
იაპონიის პრემიერი, სინძო აბე მეუღლესთან ერთად უკრაინაში 6 ივნისს ჩავიდა.