დაკარგული მამაკაცი ბეთანიის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

დაკარგული მამაკაცი ბეთანიის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

37 წლის გიორგი ლეკიაშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, ბეთანიის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ახლობლების ინფორმაციით, გიორგი ლეკიაშვილი სახლიდან გუშინ გავიდა და მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდნენ. 

გიორგი ლეკიაშვილი საბურთალოს რაიონში ცხოვრობდა. მას 4 შვილი დარჩა.