მხოლოდ არაჯანმრთელი ადამიანი წარმოიდგენს, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხმება

მხოლოდ არაჯანმრთელი ადამიანი წარმოიდგენს, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხმება

მხოლოდ არაჯანმრთელი ადამიანი წარმოიდგენს ვითარებას, როდესაც რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ესხმის თავს, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

"რაც შეეხება ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთებას რუსეთის შესაძლო აგრესიული ქმედებების შესახებ, ვფიქრობ, მხოლოდ არაჯანმრთელ ადამიანს და მხოლოდ სიზმარში შეუძლია წარმოიდგინოს, რომ რუსეთი მოულოდნელად ნატო-ს თავს დაესხმება. როგორც მე ვამჩნევ, ზოგიერთი ქვეყანა უბრალოდ სარგებლობს ადამიანების შიშით რუსეთთან მიმართებაში" , - განაცხადა პუტინმა იტალიურ მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანას ახლა სურს ითამაშოს "წინა ხაზზე მყოფი" ქვეყნის როლი, რომლებმაც შესაძლოა დამატებით სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სახის დახმარება მიიღონ.

ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სჭირდება გარე საფრთხეები ატლანტიკურ საზოგადოებაში ლიდერის პოზიციის შენარჩუნებისთვის.

"მინდა გითხრათ, რომ რუსეთი არ არის საშიში. მსოფლიო იმდენად შეიცვალა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეუძლია წარმოიდგინოს მსგავსი მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი დღეს", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.