ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში, ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.
 

მათი განმარტებით, 30 წლის ირაკლი სლანოვი ხეზე იყო ჩამოკიდებული იმ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოდ იმყოფებოდა. თუმცა, ახლობლები და ის ადამიანებიც, რომლებთან ერთად ირაკლი სლანოვი სამუშაოდ იყო წასული, თვითმკვლელობას გამორიცხავენ. ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. ოჯახის ვარაუდით, ირაკლი სლანოვი ჯერ მოკლეს და შემდეგ ხეზე კვალის დაფარვის მიზნით ჩამოკიდეს.

ირაკლი სლანოვი თურქეთის ქალაქ რიზეში სამუშაოდ 3 დღის წინ წავიდა. ის ქარელის რაიონის სოფელ აგარიდან იყო. 

ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდარით დაინტერესებას და დაღუპულის სამშობლოში გადმოსვენების საკითხში დახმარებას სთხოვს.